დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 19 წელი შესრულდა.
გარდაცვლილის ძმა, ასევე ჟურნალისტი ვახო სანაია გიორგის ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
„მეცხრამეტე 26 ივლისი“.
გიორგი სანაიას იმ დროისთვის პოპულარული თოქ-შოუ “ღამის კურიერი” მიჰყავდა.
ცნობისთვის, ტელეწამყვანი 2001 წლის 26 ივლისს თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული გამჭოლი ჭრილობა კეფის არეში ჰქონდა.
ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, ქყვეყანას საპროტესტო ტალღამ გადაუარა.