ამერიკელი მეცნიერები 10 ათასი წლის წინ გადაშენებული მამონტების აღდგენას აპირებენ.
გადაშენებული ცხოველების გაცოცხლება ორი მეთოდით შეიძლება: კლონირებით ან გენური ინჟინერიით. პირველ შემთხვევაში ცხოველის დნმ-ი დონორის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში შეჰყავთ და სუროგატ დედას უსვამენ. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება სირთულეებთან არის დაკავშირებული.
უფრო სავარაუდო მეორე ვარიანტია – ე.წ. გენომების მიმართული რედაქტირება, რომელიც მამონტის სპეციფიკური გენების მისი უახლოესი ნათესავის – აზიური სპილოს გენომში ჩართვას ითვალისწინებს. შემდეგ კი მოდიფიცირებულ გენომს სპილოს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში ამატებენ და სუროგატ დედას უსვამენ. თეორიულად, ამის შემდეგ მამონტისა და სპილოს ჰიბრიდი უნდა გაჩნდეს.
მეცნიერები მამონტების ციმბირში ჩასახლებას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ გაცოცხლებული ცხოველები ეკოლოგიური ბალანსის აღდგენას შეუწყობენ ხელს. თუმცა, მათ გეგმას კრიტიკოსებიც ჰყავთ.
[sexy_author_bio]