ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით „კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ რამდენიმე არაინფექციური დაავადება, მაგალითად, კიბო, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს.
ამ ვერსიას მეცნიერები მიკრობიომის გადაცემის შესაძლებლობით ხსნიან.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს „არაინფექციურად“ მიიჩნევს.