მეცნიერებმა დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისურის უნივერსიტეტის, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა ტიპის 1 დიაბეტის ახალი მკურნალობის წარმატებით გამოყენება ცხოველებში.
მკურნალობის მეთოდი მოიცავს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების გადანერგვას.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ამ ახალი მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობაა იმუნოსუპრესიულ წამლებზე უარის თქმის შესაძლებლობა.