რუსეთში ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების შემმუშავებელი მეცნიერი დააპატიმრეს. მას ბრალად სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ბრალდება. სასამართლომ ფიზიკოსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
76 წლის ალექსანდრე კურანოვი, რომელიც ფარულად გაასამართლეს, სასჯელს ციხეში მოიხდის. გარდა ამისა, სასამართლომ კურანოვი დააჯარიმა 100 000 რუბლით, რაც დაახლოებით 1000 დოლარია.