ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლაში უამინდობისგან მეწყერი ჩამოწვა.
„ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება“, _ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.