ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მეწყერი ჩამოწვა.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია.
“მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან.
სპეციალური ტექნიკა გზაშია, რათა აღნიშნული საგზაო მონაკვეთი გაიწმინდოს და ტრანსპორტის გადაადგილების აღდგენა შესაძლო მოკლე ვადაში იქნას უზრუნველყოფილი”,_ აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია.





























































