ეკვადორის დედაქალაქში მეწყერი ჩამოწვა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდარს 24 ადამიანი ემსხვერპლა.
კიტოს უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, 24 საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიით დაშავებულია 32 ადამიანი, დანგრეულია 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლი.
შენობის ნანგრევებში ადამიანებს მაშველებთან ერთად მეზობლად მაცხოვრებლებიც ეძებენ.