ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, გადაუღებებელი წვიმის გამო, სოფლის შიდა გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
_ გზაზე, ერთ–ერთ უბანში, ჩამოწვა მეწყერი. უხვი ნალექის დროს, ხდება ასე. აქ ასეთი შემთხვევა ადრეც იყო. შეუძლებელი შეიქნა გზაზე მოძრაობა, სკოლისა და ბაღისკენ ბავშვების გადაადგილება. შეუსვენებლად იმუშავეს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, მალე დავასრულებთ. ჯერჯერობით, მუშაობა გრძელდება, აქ ვართ, – თქვა „გურია ნიუსთან“ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ კონჭკათიდან გელა აროშიძემ.
მისივე თქმით, თითქმის, ანალოგიური მეწყერი ჩამოწვა სოფლების, მერია–გოგორეთის ერთ–ერთ უბანში, რომელიც ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია.
ავტორი