ინდოეთში რამდენიმე დღის წინ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც BBC იუწყება, ამ კვირის დასაწყისში სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში მეწყერმა 196 ადამიანი იმსხვერპლა. დაახლოებით 9000 ადამიანი გადაყვანილია დახმარების ბანაკებში.
თითქმის 200 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ტერიტორიის დიდი ნაწილი სამშაბათს ტალახისა და წყლის სქელმა ნიაღვარმა გააბრტყელა.
კატასტროფა მოხდა დილის 2 საათზე, როდესაც ადამიანების უმეტესობას ეძინა, რაც მათ გაქცევის მცირე შანსს აძლევდა.