CNN-ის ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კოლუმბიაში 37 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, 24 საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა გზაზე ქალაქ კუბდოსა და მედელინს შორის. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 17 ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.