მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი გარეჯის თემას ფეისბუქზე ეხმიანება:
“საქართველოს შვილი, ვინც ექვსი ათას მოწამეთა სისხლით მორწყულ გარეჯის მონასტერზე და მისი მიწა-წყლის თუნდაც მცირედ ნაწილზე იტყვის, რომ ეს მისი არ არის, ასეთი არამც თუ ამ ქვეყნის შვილად იწოდება, არამედ უცხოა და სახეა კლასიკური გამყიდველისა და მოღალატის”, _ წერს ეპისკოპოსი.