“ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი”, _ ასე გამოეხმაურა აგარაკ-წალკის მიტროპოლიტი გრიგოლი 25 აპრილს სალხინოს ტაძარში მომხდარ დაპირისპირებას.
,,მე ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, გინდა სამბო, გინდა წესების გარეშე, მაგრამ არა კამერების წინ, ისე ვაჟკაცურად მოდით… ჩვენ დავურიგეთ ბევრი წამალი დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა, ვიტამინები და დაუმთავრდათ“, _ განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ცნობისთვის, მეუფე გრიგოლ კაცია 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედების შეჩერების, შემდგომ 2019 წელს, წმინდა სინოდმა წალკიდან ჭყონდიდის ეპარქიაში განაწესა. თუმცა მეუფე გრიგოლმა ეპარქია მალევე დატოვა, მისი თქმით, ეპარქიას ტოვებს, რადგან მხარდამჭერები და დაპირისპირებული მხარეების არსებობა მუდმივ დაძაბულობას იწვევს. მან, ასევე აღნიშნა, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიაში ვერ მიიღეს, როგორც მღვდელმთავარი და მისი წალკის ეპარქიაში დაბრუნების მიზეზი სწორედ ეს გახდა.