“სპეციალურად მოვედი, რომ განცხადება გავაკეთო _ ვნახე მეუფე პეტრეს კომენტარი და ამიტომ მოვედი.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი თქვა პირდაპირ ეთერში, რომ პატრიარქმა გადააყენა.
მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ასეთი მძიმე გადაწვეტილება არ მიგვეღო.
ძალიან უხამსად მოიქცა! პირდაპირ ვამბობ, რომ ეს იყო უხამსობა! იძულებულები გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა.
მე, რა თქმა უნდა, არ დავაზუსტებ, რა სიტყვები იყო, რადგან ეს სინოდის შიგნით უნდა დარჩეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ასე მოიქცა…
მთელი სინოდი ვუხსნიდით და ვცდილობდით… შეურაცხოფის მიყენება ეს არ არის მხილების ფორმა _ შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს პატრიარქისთვის, არ არის არც მხილების ფორმა, არც არანაირად გამართლებული. ჩვენ ვცდილობდის ეს აგვერიდებინა“, _ განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.