ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი მრევლს მოუწოდებს, რომ ყოველ საღამოს სახლი ნაკურთხი წყალით აკურთხონ, ილოცონ და აღნიშნავს, რომ ღვინო, რომლითაც მრევლი ეზიარება ანტისეპტიკია.
“ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. უბრალოდ ღვინოში რომ ჩააწოთ, როგორც სპირტში რომ ჩააწოთ, როგორ ხდება დეზინფექცია? ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვაპკუროთ სახლში. შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა, გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”, — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.