თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, მეუფე პეტრეს საკითხის განხილვა სინოდის სხდომაზე მესამე საკითხად იყო ჩანიშნული და არც არავინ აპირებდა მის ეკლესიიდან გაძევებას, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება სინოდმა მეუფე პეტრეს მხრიდან გახორციელებული აგრესიული ქმედებების გამო მიიღო:
“მეუფე პეტრეს მოუწოდეს, რომ პასუხები გაეცა იმ ბრალდებებისთვის, რაც პატრიარქის წინაშე ჰქონდა წაყენებული, მაგრამ მისი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო, არ მოხდა ამ ბრალდებების არსებითი განხილვა“, _ ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, თეოლოგის შეფასებით, ეს დამოკიდებულია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეუფე პეტრე: „იმ შემთხვევაში კი თუ ის არ დაემორჩილება სინოდის გადაწყვეტილებას, გამოდის, რომ ეპარქიის გარეთ დააყენებს საკუთარ თავს“.