კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდერმ მეუფე შიომ მისი, როგორც მოსაყდრის უფლება-მოვალეობები განმარტა.
„ამ ეტაპზე შემდეგნაირად განისაზღვრა, რომ მივიღო მონაწილეობა წირვა-ლოცვებში უწმინდესთან ერთად. ასევე სხვაგან, სადაც გამაგზავნის და დამავალებს. ასევე იქნება სხვადასხვა დავალებები, რომელიც მიმდინარე გარემოებებიდან გამომდინარე, გზადაგზა გამოჩნდება“, – აღნიშნა მეუფემ.
23 ნოემბერს, გიორგობას, ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი დაასახელა, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოსაყდრედ ყოფნა მისთვის უდიდესი ჯვარია. პატრიარქის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
imedinews.ge