ვინც ეს ამბავი ატეხა და ვინც ამ ამბავს აზიარებს, მათი დანიშნულება რა არის? შური უნდათ გააღვივონ? – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებზე საუბრისას განაცხადა.
„რას წუხან, ჩვენზე წუხან?! რაღაცის გაღვივება უნდათ, რომ გააღვივონ მტრობა, შური. ამაზე თუ ვინმე უნდა წუხდეს, ჩვენ უნდა ვწუხდეთ, ჩვენ ვუპასუხებთ“, – განაცხადა მეუფემ.
ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.