თურქეთი 30 წელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ჩვენ გვინდა წესიერი ქვეყანა გავხდეთ, კანონი კანონობდეს, ძლიერი ჯარი გვყავდეს, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა შეგვეძლოს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან? – იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთს 20% დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან. ევროპა შემოვიდოდა და რამეს გააკეთებდა? ევროპაზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ქალაჩუნური ქმედებით გააჩაღეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.