https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მეუფე შიო: ამბობენ, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია

21:30; 17.10.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა!

დღეს, როგორც ყოველ კვირა დღეს, როდესაც სიმრავლე ხალხისა იკრიბება ტაძრებში, იკითხება ხოლმე სახარების გამორჩეული მონაკვეთები. დღევანდელ სახარებაში იყო შემდეგი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „როგორც გსურთ, რომ მოგეცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ”. აი, ასეთია უფლის ეს თითქოს მოკლე და მარტივი სწავლება; ეს კანონი, ეგრეთ წოდებული ოქროს წესი, ყველამ მშვენივრად ვიცით. იგი გვხვდება ძველ აღთქმაშიც, მაგალითად, „ზირაქის სიბრძნეში“, რომელშიც ნათქვამია: ,,ნუ დაუგებ სხვას მახეს, თორემ შენ თავადვე გაებმები მასში!” ე. ი. თუ ვინმეს ბოროტებას გაუკეთებ, აუცილებლად შენც იგივე ბოროტება შეგემთხვევა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვავიწყდება ეს სწავლება, ეს ოქროს წესი, ძალიან ადვილად განვიკითხავთ, უდიერად ვსაუბრობთ მოყვასებზე, საკუთარ თავს კი იშვიათად განვიკითხავთ.

თქვენ იცით, რომ უფალმა ბრძანა, ახალ მცნებას გაძლევთო; ანუ ამ სიტყვებთან ერთად ისიც თქვა, რომ მარტო თქვენს ახლობლებსა და მოყვარულებს თუ ჰყვარობთ და სიკეთეს უკეთებთ, რა საზღაური იქნება ეს ქრისტიანისთვის, რადგან წარმართებიცა და ცოდვილნიც – ცოდვილებში ამ შემთხვევაში წარმართები იგულისხმებიან – ჰყვარობენ და სიკეთეს უკეთებენ თავიანთ ახლობლებსო. და დასძენს უფალი: ,,ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთეს უკეთებდეთ მათ და იქნება თქვენი საზღაური დიდი და იქნებით ძენი მაღლისა, ვინაიდან იგი ტკბილია, იგი კეთილია ბოროტთა და უმადურთა მიმართაც!” ასეთი საოცარი სიტყვებია დღევანდელ სახარებაში.

ე. ი. ,,გიყვარდეთ მტერნი თქუენნი!” ახალი აღთქმიდან ალბათ ეს არის ჩვენთვის ყველაზე რთული სიტყვები გასაკეთებლად, აღსასრულებლად და გასაგებად. თუმცა შეუძლებელი არ არის, ვინაიდან უფალი გვასწავლის ამას, რაც ნიშნავს, რომ ყოველივე შესაძლებელია ღვთის მადლით თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.

აი, დღეს ძალიან მოკლედ გავერკვეთ, ვინ არის ჩვენი მტერი? აქ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პირად მტერს და არა სამშობლოს დამპყრობელს, იმ გარემოებას, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, იარაღი ავიღოთ ხელში და ვიომოთ. აქ ეს იმიტომ არ იგულისხმება, რომ ასეთ მტერთან შებრძოლება ყოველთვის გმირობად ირაცხებოდა ეკლესიის მიერ.

აქ საუბარია პირად მტრებზე. ვინ არიან ისინი? ვინც ჩვენ გარშემო იმყოფებიან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი სულის გადარჩენას უშლიან ხელს, ამაში გვებრძვიან. გარდა ამისა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ემუქრებიან, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფენ, ჩვენს კეთილ სახელს ლახავენ ცილისწამებებით, შეგნებულად გვემტერებიან. აი, ასეთი ადამიანები არიან ჩვენი მტრები. ჩვენ ზოგჯერ ისეთ ხალხს ვუწოდებთ მტრებს, რომლებიც სინამდვილეში მტრები კი არ არიან, არამედ, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ უსიამოვნო მდგომარეობაში გვაყენებენ.

და რას ნიშნავს ,,გიყვარდეს მტერი”, როგორ უნდა გამოხატო სიყვარული მტრისა?

აი, დღევანდელი სახარება გვასწავლის ამას: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. აქ არ წერია და არც იგულისხმება, რომ მტრისადმი სიყვარული უნდა იყოს რაიმე გრძნობა, რომელიც ჰგავს ემოციას ან ტრფიალებას. მტრის სიყვარულში იგულისხმება – არ გაუკეთო ბოროტი მას, შური არ იძიო მასზე და არ უპასუხო ბოროტებით. ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ წაახალისო ბოროტება, წაუყრუო, ვინაიდან ბოროტება ყოველთვის ბოროტებაა და მას უნდა ვებრძოლოთ, იგი უნდა შევაჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ეს უნდა მოხდეს სიყვარულით, მოწყალებით, დარიგებით, ქველმოქმედებით.

ამასთან, მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: ,,მოიკვეთეთ უკეთური!” იგი პირდაპირ აცხადებს ამას. და უფალი იესო ქრისტეც ამბობს, რომ ,,თუ შენს წინააღმდეგ შესცოდავს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, თუ გაგიგონებს და მოინანიებს, შეგიძენია შენი ძმა, თუ არა, ორი ან სამი ადამიანი წაიყოლე და მათი თანდასწრებით ამხილე. თუ მათაც არ გაუგონებს, კრებულთან მიიყვანე და კრებულის თანდასწრებით უთხარი ეს ყველაფერი, და თუ კრებულსაც არ გაუგონებს და არ მოინანიებს”;

და გახსოვთ რას ამბობს უფალი? ,,იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!” თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა.

სწორედ აქ ჩანს მშვენივრად, თუ რა არის საფუძველი შერიგებისა, შენდობისა. ამიტომ ჩვენ, როდესაც ხდება რაღაც გარემოებები, ქრისტიანები უნდა ვეცადოთ, ვიაზროვნოთ სახარებისეულად და გავიხსენოთ, რას ამბობს ამაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აი, ეს მინდოდა, მეთქვა თქვენთვის.

ამგვარად, ვეცადოთ, ჩვენს მტრებში ღვთის ქმნილება დავინახოთ. თუ ის დაცემულია, სულიერად დაავადებული, მაშინ სჭირდება მკურნალობა, მიდგომა ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა საშუალებით და არა ბოროტებითა და სიძულვილით. საბოლოო ჯამში, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს გულში არ იყოს სიძულვილი, შურისძიება, რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი არასოდეს შემოვა ჩვენში და, შესაბამისად, სულის გადარჩენასაც ვერ მივემთხვევით. ე. ი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ ვიძიოთ შური, არ ვუსურვოთ ბოროტი ჩვენს მტერს. თუ ამას მივაღწევთ, უკვე დიდი გამარჯვება იქნება საკუთარ თავზე. და უფრო მეტიც, უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შური, არამედ სიყვარულიც გამოვავლინოთ. ვიმეორებ, ეს სიყვარული არ არის ემოცია, გრძნობა, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ გაუკეთო სიკეთე მტერს, მოექცე სიყვარულით, ანუ ეს არის სახარებისეული არა გრძნობა, არამედ ადამიანის თვისება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ვეცადოთ, ღვთის შეწევნით, ეს მცნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – „გიყვარდეთ მტერნი თქვენი და ისე მოექეცით ადამიანებს, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ“, – შევასრულოთ, რადგან ადამიანთა სიყვარული მეშვეობით, ჩვენ შევიყვარებთ ღმერთსაც, შევიმეცნებთ ღმერთსაც. რატომ? იმიტომ, რომ „ღმერთი სიყვარულ არს“! და სიტყვებისამებრ პავლე მოციქულისა: ,,ვინც შეიყვარებს მოყვასს, მან აღასრულა რჯული”. ამინ!

ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძეს გამშვენებული ჯვრითა და მიტრით! იგი მიემგზავრება პეტერბურგში ჩვენს ქართულ სამრევლოში სამოღვაწეოდ და ამასთან დაკავშირებით, ასევე მის მსახურებასთან დაკავშირებით , მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ბრძანებულებით, იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. გილოცავთ, აქსიოს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

წყარო: იმედინიუსი

მეუფე შიო
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26 თებერვალი, 2026

„შემოგვხედე და ისწავლე“-დიდი ადამიანები მაკვანეთიდან

თუ სახლში მუდმივი ბარაქა გსურთ - ვანგას რჩევები

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო