https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მევახშეებით ჩანაცვლებული ბანკები

11:02; 8.02.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2019 წლის იანვრიდან, ქვეყანაში ახალი საფინანსო რეგულაციები ამოქმედდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ.

უფრო კონკრეტულად კი უნდა მოხდეს პირის შემოსავლების, ხარჯების და ჯამური ვალდებულებების დეტალური ანალიზი და სესხის საჭიროების შემოწმება; გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება; ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმება; ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინება, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე.

ასევე, დადგენილია, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადა 15 წელია, სატრანსპორტო სესხის ვადა _ 6 წელი; უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადა _ 10 წელი.

სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის აღება კი მხოლოდ 4 წლითაა შესაძლებელი.

ასევე, განსაზღვრულია სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც _ მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; 1 000-დან 2 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, სესხში 45%-ზე მეტს ვერ გადაიხდით; 2 000-4 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში საპროცენტო ზღვარი 55%-ია; 4 000 და უფრო მაღალი შემოსავლის შემთხვევაში კი ხელფასის 60%-ის გახადა შეგიძლია.

თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი შემოსავალი ლარში გაქვთ და სესხს ლარში იღებთ; იმ კატეგორიისთვის კი, რომლის შემოსავალი ლარშია და სესხის აღება დოლარში სურს, სხვა რეგულაციები მოქმედებს. კერძოდ: 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის შემოსავლის მხოლოდ 25%-ის გადახდა შეგიძლიათ; 1 000 _ 4 000 ლარის შემთხვევაში 30%-ის; 4 000 ლარის ან უფრო მეტის შემთხვევაში კი _ 35%-ის.

ეს რეგულაციები ეხება ნებისმიერ სესხის გამცემ ორგანიზაციას _ იქნება ეს ბანკი, ლომბარდი თუ მიკროფასინანსო ინსტიტუტი.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, საბანკო სფეროში დაწესებული რეგულაციები ჭარბვალიანობას შეასუსტებს და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. თუმცა, ასე არ ფიქრობენ ექსპერტები.

ფინანსისტის, გიორგი კეპულაძის თქმით, ახალი რეგულაციების შედეგად, მილიონამდე თვითდასაქმებულს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება:

“ძიძებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა თვითდასაქმებულებს, რომლებსაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ, საბანკო ფინანსურ რესურსზე წვდომა თითქმის აღარ ექნებათ და იძულებულნი იქნებიან, გადაერთონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და კერძო მევახშეებზე, სადაც პროცენტი საკმაოდ მაღალია.

შენელდება საბანკო ბიზნესის ზრდა და არ არის გამორიცხული, გაიზარდოს სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი.

მაგალითად, საკრედიტო ოფიცერს მოუწევს მივიდეს, მაგალითად, ძიძის დამსაქმებელ ოჯახში, რათა გაიგოს ზუსტი ინფორმაცია, ეს კი მათ ხარჯებს ზრდის და შესაბამისად, ეს სესხის პროცენტში აისახება”, _ აცხადებს კეპულაძე.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ რეგულაციების გამო ბანკები საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან, რომლის ტენდენციაც უკვე ჩანს.

“ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურში “გურია ნიუსს” უთხრეს, რომ 28 თებერვლიდან ამოქმედდება უმოძრაო ანგარიშის საკომისიო:

“თუ კლიენტს არც ერთ ანგარიშზე (მიმდინარე ან/და საბარათე) არ აქვს ბრუნვა უკანასკნელი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში და ამავდროულად, არ უფიქსირდება აქტიური სადეპოზიტო ან/და საკრედიტო პროდუქტი, მას დაერიცხება უმოძრაო ანგარიშის მომსახურების საკომისიო, რომელიც შეადგენს 3 ლარს თვეში. ასევე, იცვლება ანგარიშთა პაკეტების (“საბაზისო” და “კომფორტი”) ღირებულება _ წლიური 6 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად 1.50 ლარი ანუ წელიწადში 9 ლარი იქნება. აღნიშნული მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება სოციალური სარგოს მიმღებ პირთა საბანკო ანგარიშებზე”, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ბანკში.

როგორც გავარკვიეთ, სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტზე მომსახურების ფასები შეიცვალა სხვა ბანკებშიც.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ რეგულაციებმა ბანკებს გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა:

“იანვრის თვეზე აპელირება არასწორი იქნება, რადგან მაღალი სეზონურობით გამოირჩევა და არამხოლოდ წლიდან არის ხოლმე ამოვარდნილი, არამედ წლიდან წლამდეც სერიოზული ცვლილებებით ხასიათდება.

 გლობალურ შედეგს უფრო პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ ველოდებით. დღეის მდგომარეობით, რაღაც პროდუქტები გაჩერდა, იმ პროდუქტების დამტკიცება კი, რომლებიც ფიზიკური პირების მიმართ არსებობს, განახევრებულია”, _ აღნიშნავს ძნელაძე.

მისივე თქმით, განსაკუთრებული პრობლემა შექმნა რეგულაციის იმ ნაწილმა, რომლის თანახმადაც, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, სესხის თავდების შემოსავლებიც შეამოწმოს:

“თუ კომპანია მიჩნეული იყო მაღალრისკიანად ან პირის თავდებობა იყო ხოლმე გამოყენებული, ან დამატებითი უზრუნველყოფები, დღეის მდგომარეობით, ძალიან გართულებულია ეს პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ თავდების შემოსავლის შესწავლაც უნდა მოხდეს და კოეფიციენტების მისადაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება ამის გაკეთება. უზრუნველყოფის ნაწილში კი, თუ ფიზიკური პირის მხრიდან ხდება თავდებობის შეთავაზება, აქაც პრობლემაა _ აქაც კოეფიციენტი უნდა იყოს გადათვლილი, ან ეს ქონება უნდა იყოს მეორე ქონება და იქ არ უნდა ცხოვრობდნენ”, _ ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა მაღაზიებსაც, რადგან ძველი ფორმატით განვადება აღარ არსებობს.

როგორც ტექნიკის მაღაზიებში გვითხრეს, იანვარში გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული:

“მოსახლეობა სხვადასხვა საჭირო ნივთს განვადებით ყიდულობდა. ახალი რეგულაციით კი განვადების გაცემა გართულდა, რამაც გაყიდვები შეაჩერა”, _ აღნიშნავენ მაღაზიებში და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში მათი დიდი ნაწილი დაიხუროს.

როგორც ჩვენმა მოკვლევამ ცხადჰყო, ამ რეგულაციებით ყველაზე მეტად მოგებული ე. წ. მევახშეები დარჩნენ, რომლებიც კანონს მიღმა საქმიანობენ და რომლებმაც საპროცენტო ზღვარი გაზარდეს.

თუკი ამ დრომდე კერძო მევახშიდან თანხა 10-15 პროცენტში შეგეძლოთ აგეღოთ და თვეში, 1 000 ლარზე, 100 ან 150 ლარი გადაგეხადათ, დღეს 1 000 ლარის პროცენტით აღების დროს უკეთეს შემთხვევაში 200 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუმცა, მევახშეების დიდი ნაწილი თანხას უკვე 30 პროცენტში სცემს:

“ვიცით, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ ეს ბიზნესია. მე ხომ არ მივდივარ და არ ვაძალებ, მოდი და ფული წაიღე,-მეთქი. ეს ჩემი წესებია, რომელსაც თავს არავის ვახვევ”, _ გვითხრა ერთ-ერთმა მევახშემ.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მევახშეებსაც ეხებათ, როგორც გავარკვიეთ, გურიაში არც ერთი მათგანი ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული და შესაბამისად, ყველაფერი “შავ ბაზარზე” გადის.

უფრო მეტიც, ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ გურიაში მევახშეებს არაოფიციალური ლომბარდებიც აქვთ და თანხის გაცემის სანაცვლოდ ძვირადღირებულ ნივთებს და მათ შორის ავტომობილებსაც იტოვებენ.

“ბანკში მივედი _ 1 000 ლარიანი სესხი მჭირდებოდა შვილის ოპერაციისთვის. უარი მითხრეს, შემოსავალი არ გყოფნისო. სხვა გზა არ მქონდა და მევახშესთან მოვედი. 1 000 ლარში თვეში 300 ლარი უნდა გადავუხადო და თან ავტომობილი უნდა დავუტოვო. სხვა გზა არ მაქვს და რა ვქნა?!” _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამ სტატიაზე მუშაობისას მევახშესთან დეტალების გასარკვევად მისულებს დაგვხვდა.

როგორც ჩოხატაურში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მევახშემ გვითხრა, სესხის სახით მხოლოდ იანვრის თვეში 50 000-მდე ლარი აქვს გაცემული.

გადამოწმებისას გაირკვა, რომ გურიაში საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა, რომელიც სესხების აღებას ვერ ახერხებს, მევახშეებთან დადის და საჭირო თანხა მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოაქვს _ თანაც კონკრეტული გირაოს სანაცვლოდ.

და კიდევ ერთი დეტალი _ რეგულაციებში “შავი ხვრელი” უკვე გამონახეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ონლაინ სესხებს გასცემენ: მათ სესხებს სახელი შეუცვალეს, ლიზინგი დაარქვეს და მომხმარებლებს გირაოში ტელეფონების ჩადებას სთხოვენ.

როგორც დავაზუსტეთ, სესხის აღების დროს მოგდით 10-ნიშნა კოდი, რომლითაც კომპანიას თქვენი ტელეფონის მოდელის შეფასება შეუძლია. ხელშეკრულებაში გიწერთ, რომ ტელეფონი, სანამ სესხს არ დაფარავთ, კომპანიის საკუთრებაა (თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ხელშეკრულებას არავინ კითხულობს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თანხის მიღება ეჩქარებათ). სწორედ ამის შემდეგ გაძლევენ სესხს, რომლის გადასახადი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ონლაინ სესხის შემთხვევაში _ ლიზინგის საპროცენტო განაკვეთი 50%-ია, თუმცა, ამას ემატება დღგ, გაცემის საკომისიო და ჯამში ეს თანხა საკმაოდ დიდია. მაგალითად, თუ ამ დრომდე 300-ლარიან ონლაინ სესხში ყოველთვიურად იხდიდით 10 ლარს, ახლა ეს თანხა 56 ლარს შეადგენს.

როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გვითხრეს, ლიზინგი კანონით დასაშვებია და ამ ფორმით, იანვარში ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა.

როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლება, ამ დროისთვის უცნობია. ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ რეგულაციების პაკეტს გადახედონ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"პროგრამის დაბრუნებით, შედეგად მივიღეთ უფრო მეტი კითხვები, ვიდრე _ პასუხები"

უკრაინის პარლამენტი რუსეთის მოქალაქეებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებას უკრძალავს

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო