გუშინ მკვლელობა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ მეორე ტოლაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლები ტყეში წავიდნენ, სადაც ჩხუბი მოუვიდათ და ერთ-ერთმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა მეზობელი დანით მოკლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. ა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.