ხობში ცივი იარაღით მეზობელმა მეზობელი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 50 წლამდე მამაკაცი ზუგდიდის რეფარალურ ჰოსიტალშია მოთავსებული.
როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი