რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, დაუზუსტებელი, პირველადი ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
რეჟისორის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფილმი “ნამეა”, რომელიც საერთაშორისო ფესტივალების საპროგრამო ჩვენებებში მოხვდა. ის იყო ცნობილი ქართული სერიალის “მგლების ხორუმის” რეჟოსირიც. ამ ფილმის ოპერატორმა კი, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო მიიღო.
ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს დაიბადა, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობრეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაუზუსტებელი, პირველადი ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
რეჟისორის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფილმი “ნამეა”, რომელიც საერთაშორისო ფესტივალების საპროგრამო ჩვენებებში მოხვდა. ის იყო ცნობილი ქართული სერიალის “მგლების ხორუმის” რეჟოსირიც. ამ ფილმის ოპერატორმა კი, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო მიიღო.
ზაზა ხალვაში 1957 წლის 17 მაისს დაიბადა, ბათუმში, ცნობილი პოეტის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა “ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით 1983 წელს (თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო).
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა “ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარეტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, 2007 წლიდან არის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი.