ქალს სამი არქტიკული მგელი თავს დაესხა. შემთხვევა პარიზთან მდებარე ველური ბუნების პარკში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ქალს მგლებმა კისერში, ზურგში და ფეხში უკბინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ქალი დილით ადრე სარბენად იყო გასული, რა დროსაც უსაფრთხო ზონიდან გადავიდა ზონაში, სადაც გადაადგილება მხოლოდ ავტომობილებით არის ნება დართული, რადგან იქ ველური ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადალახა ქალმა აკრძალული ზონა. მისი დახმარება მხოლოდ ყვირილის გაგებისას შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.