თვითმფრინავის მგზავრმა აფრენამდე საავარიო გასასვლელი გახსნა და ფრთაზე გავიდა. შემთხვევა მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი პოლიციამ წაიყვანა.
თვითმფრინავების მგზავრების განცხადებით, ავიაკომპანიამ თვითმფრინავი, რომელიც გვატემალასკენ უნდა გაფრენილიყო 4 საათის განმავლობაში ვენტილაციისა და წყლის გარეშე გააჩერა.
მგზავრების თქმითვე, კაცი „ყველას მხარდაჭერით“ მოქმედებდა.
მომხდართან დაკავშირებით ავიაკომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.