ოზურგეთელი მასწავლებელი რუსუდან ბაქანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა ავრცელებს.
“რუსუდან ბაქანიძე-ქალი, რომელსაც ყველაზე უკეთ ჰქონდა მორგებული მასწავლებლობის ხიბლი, ბავშვების სიყვარული და პროფესიისადმი ერთგულება.
ამაყი იყო, როცა მისი აღზრდილები თავს იწონებდნენ-ჩემი პირველი მასწავლებელიო. არც დაუთმია ეს პირველობა პედაგოგიურ საქმიანობასა და ოჯახში.
დღესაც ახსოვს მეორე საჯარო სკოლას, სიბრძნისადმი მისი დამოკიდებულება, რომელსაც ოსტატურად იყენებდა ყოველდღიურობაში.
მიდის ჩვენი საუკეთესო მასწავლებელი, მაგრამ ტოვებს კვალს, რომელსაც რუსუდან ბაქანიძის გაკვეთილები და მოსწავლეები ჰქვია.
ღმერთს ებარებოდეთ, რუსუდან მასწავლებელო”.