https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო” _ კალანდას გილოცავთ!

20:01; 13.01.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი _ კვალი ანგელოზისა!“ _ დღეს კალანდაა. როგორც გურიაში იტყვიან, ნამდვილი ახალი წელი!

როგორც სულხან საბა ორბელიანი წერს, კალანდა წლის თავია, ამიტომ ამ დღეს შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდო ღორი და ფრინველები, იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები, ხაჭაპურები და უტკბილესი ნაზუქები, კეთდებოდა საცივი… ამას ემატებოდა ტკბილეული, ღვინო და ეწყობოდა ნაირ-ნაირი ნუგბარით სავსე საკალანდო ტაბლა.

დღესასწაულს ოჯახი ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. შემოვიდოდა კალანდა და პირველი სადღეგრძელო ოჯახში მშვიდობისა უნდა ყოფილიყო.

კალანდის შესახებ საინტერესო სტატიაა გამოქვეყნებული გაზეთ „ივერიის“ 1877 წლის გამოშვებაში (#29).

„პირველი ენკენისთვე გურულებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ამ დღეს ისინი,, დამდაგს “ ეძახიან, იმ მოსაზრებით, რომ ძველად ამ დღიდამ იწყებოდა ახალი წელიწადი. წინა ღამით ერთის ყვირილით, ლოცვით და თოფის ცემით მიეგებებიან ამ დღეს და ახლაც როცა ომიანობაა და მტრის ჯარი კარზედ გვიდგას , არ დაივიწყეს გურულებმა ეს ჩვეულება, რის გამოც ახირებული მდგომარეობა წარმოსდგა.

წარმოიდგინეთ ის დრო, როცა ბინდი ეცემა და დღე და ღამე ერთმანეთს შორდებიან, მასთან ძლიერი მოხშირებული წვიმა, როცა კაცს გარეთ გამოსვლაც კი ეძნელება, ამას თან დაურთევით ერთი ვაი კიჟინა და ვაის და უის ყვირილი და თან აჩქარებული თოფის ცემა ყოველ სოფელში და ყოველ ოჯახში ერთი და იმავე დროს და მაშინ მიხვდებით თუ რა ახირებული ფეთება დაემართება იმათ, ვინც ეს ხალხის ჩვეულება არ იცოდა… აბა, რა იცოდა რუსის აფიცრებმა, თუ გურულები ამ თოფის გვახა-გუხით თავიანთ ,,ზაკვავებს” და ,,მავნე სულებს” ეგებებოდნენ და აშინებდნენ… ბევრი მათგანი ფერ-მიხდილი გარბოდნენ თავიანთ უფროსებისკენ და თან არწმუნებდნენ ,,ტრევოგაც” ისმისო…

ამ დამდაგის წინა ღამეს აქ ,,შეფუცების” ღამეს ეძახიან და ყველა ოჯახის უფროსი ვალდებულია წარმოთქვას ხმამაღლათ, ყვირილით ხალხში ერთხელვე მიღებული ლოცვა და თან თოფებიც მიაყოლოს. ეს ამბავი ამ გვარად მოხდება ხოლმე: ყველა სახლის უფროსი შუა ღამეს გამუა გარეთ, ეზოში გამოაქვს თავისი სასროლი იარაღები და გასძახის ისე თითქოს მოეძინი ეძახოდეს ხალხს მინარეთიდან სალოცავად და მასთან ამ სიტყვებს წარმოთქვამდნენ:

,,მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო.

თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ ჩემსას ჯვარი დამიწერეთ.

ჯვარი აქა, ჯვარი აქა“.

თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი აგივლ-ჩაგივლის და მოჰყვება თოფის სროლას. ამას ,,გადაძახებას “ ეძახიან. ამ ჩვეულებას ყველა ისე ასრულებს ახლაც როგორც ასი წლის წინათ. თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრს გურიაში ისე აღარ სწამს, როგორც უწინ სწამდათ. მაგრამ იკითხავთ, რას წარმოადგენს ეს ,,გადაძახება”? ყველა გურულს სწამს, რომ ზოგიერთი კაცი და ქალი როცა მოხუცდებიან, ,,ზაკვავები ხდებიან, კუდიც გამოებმებათ, თვალიც ,,უკვეთს” და თან შეიძენენ იმგვარ თვისებას, რომ ადვილად გადაიქცევიან, თუ მათ სურთ, სხვადასხვა გარეულ და შინაურ პირუტყვებად, ფრინველებად და ისე დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება რამ მოუტანოს.

მათი უფროსი ,,როკაპი” ხალხის გონებაში წარმოდგენილია როგორც ერთი მახინჯი დედაკაცი, რომელსაც უამრავი ქვეშევრდომი ჰყავს დედამიწაზე. ეს უკანასკნელნი კი ყველაფერს იტაცებენ თავისი როკაპისთვის შესაწირავად. გურულების აზრით, ამისთვის საჭიროა ზემოთ ხსენებული ლოცვა და თოფის სროლა, მერე ის, რომ ყველა ოჯახის შვილმა თავი ,,შეიბეჭდოს” _ მიიკრას თავზედ ოთხს ადგილას ჯვარად წმინდა სანთელი, შეიბეჭდოს ყველა შინაური პირუტყვი, ფრინველები, სახლ-კარი, ყანები და სხვა, რაც ოჯახში საჭირო საგნად ითვლება. და ამ ღამეს ფრთხილად უნდა იყოს მთელი სახლობა და არ უნდა დაიძინონ , რადგან ,,ზაკვავებმა”, რომლებიც გაშმაგებული დარბიან მათ ოჯახში არ შემოიარონ“, _ წერს გამოცემა.

კალანდობისთვის მზადების რიტუალი თავის ჩანაწერებში (ენთოგრაფიული გურია) აღწერილი აქვს აპოლონ წულაძესაც:

“გურულს ყველა დღესასწაული უყვარს, მაგრამ კალანდას და აღდგომას არაფერი ურჩევნია… ბარბარობამდე ორი-სამი დღით ადრე მეოჯახე კაცი ტყეში მიდის, მოჭრის ველური თხილის წმინდა წნელს, მოიტანს სახლში, მოღობავს ძარას, ანუ სასუქს… ,, ბარბარობა ქათმების პატარა დღეობაა.

ამ დროს მეოჯახე ქალი ქათმების დაპურების დროს დაიჭერს წინათვე დანიშნულ ქათმებს, არჩევს ბებერს, ნაკლებ კვერცხის მდებელს, ცუდ ,,მკეკელს”, ფრთხუს, უვარგისს, მოჭვას, ისეთს, რომელიც სათესლედ და სადგამურად არ გამოდგება, აგრეთვე ყვერულს, რომელიც საგანგებოდ, საკაიდღეოდ ჰყავს გამოზრდილი. ბარბარობიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებულ ადგილას, საგანგებო სამწყვდევში ჩასვამენ ღორს.

ქათმებიც და ღორიც სასუქში უნდა ყოფილიყო. ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა სხვებისთვის დაესწრო და სასუქში მყოფთათვის ,,კეკალი” დაეყარა, წყალიც დაესხა, თან ეთქვა:,,სუქ, სუქ, სუქ”. ღორი პირველ დღეებში პატივს იფერებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს როთინით ხვდება, შემდეგ კი, როცა სიმსუქნე სძლევს, საჭმლით გულს ,,იმსუყებს”, ზარმაცობა ეპარება, უხალისობა ეტყობა, წვება და ნებივრობას იწყებს“, _ წერს წულაძე.

კალანდის განუყრელი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელიც თავდაპირველად ჩოხატაურში, სოფელ ბასილეთში დამზადდა. ჩიჩილაკს თხილის მსხვილი ჯოხისგან ამზადებენ. ჯოხს ჯერ გაახურებენ მეტი დრეკადობისთვის, კანს გააცლიან და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებენ თხელი ბურბუშელების ათლას.

„ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა”, _ ვკითხულობთ ჩანაწერებში.

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას _ წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ.

ტრადიციის თანახმად, ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე უნდა შეინახოთ, შემდეგ კი ან დაწვათ, ან წყალს გაატანოთ.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც კალანდას უკავშირდება ასეთია _  კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა. მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…” შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.  

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი“ კამერები დააჯარიმებენ

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო