მექსიკა-ამერიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოთხოვნას უყენებენ.
FOXNEWS-ის ინფორმაციით, ტიხუანაში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მიგრანტებმა აქცია გამართეს.
ისინი დონალდ ტრამპს მოუწოდებენ ქვეყანაში შესვლის ნება დართოს, ან უკან გასაბრუნებელი გზის ფული, 50 000 დოლარი მისცეს.
მათი თქმით, ფული საშუალებას მისცემთ დაბრუნდნენ სახლში და მცირე ბიზნესი დაიწყონ.
ისინი პრეზიდენტს მათ მოთხოვნაზე საპასუხოდ 72 საათს აძლევენ.