https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიგრაციისა და სამუშაო ადგილების არარსებობის მოჯადოებული წრე _ დასაქმების პოლიტიკა რეგიონებში

13:58; 12.12.2024
აანთე შენი ვარსკვლავი!
Share on FacebookShare on TwitterEmail

 ყოველ წელს, რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები თავდაუზოგავად შრომობენ სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ხშირად, ეს უნივერსიტეტები თბილისში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს თავიანთი მუნიციპალიტეტის დატოვება უწევთ.

 რა ხდება რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სტუდენტები უმაღლესი განათლების ყველა საფეხურს გაივლიან და მზად არიან, პროფესიულ საქმიანობას მოჰკიდონ ხელი? სამსახურის საპოვნელად რეგიონში ბრუნდებიან, დედაქალაქში რჩებიან თუ, სულაც, სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან?

საქსტატის ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, 2022 წლიდან 2023 წლამდე, გურიის რეგიონში უმუშევრობის დონე თითქმის 4 პროცენტითაა გაზრდილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებლის, ეკონომისტ გიორგი კეპულაძის თქმით, გურია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონად ითვლება და დასაქმების მაჩვენებელი ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტისგან:

“რა თქმა უნდა, არანაირ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება, ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე ევროპის ჩვენი განვითარების დონეზე მყოფ ქვეყნებში”.

მართლაც, 2023 წლის მონაცემებით, გურიაში უმუშევრობის დონე, რომელიც 16.1%-ს შეადგენდა, გურიის მეზობელი რეგიონებთან შედარებით, ყველაზე მაღალია: სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 12.1%-ი იყო, აჭარაში კი _ 12.2%-ი.

ნეპოტიზმი

ნინია ბარამიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდანაა. ორ წელზე მეტია, საქართველოდან წავიდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს. მისი თქმით, იტალიის სამხრეთ ნაწილში დასაქმება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, ნინია ლანჩხუთშიც აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა საქმიანობით: ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მუშაობდა ადგილობრივ მედიაში, იყო საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი… ლანჩხუთში მუშაობის დიდი გამოცდილების ფონზე, ნინია პრობლემებზე საუბრობს:

 “ჩვენთან დასაქმების პოლიტიკა არის საშინელება _ თუკი ვინმე არ გყავს, სამსახურის პოვნა ძალიან რთულია. არ სრულდება ნათესაობით, ძმაკაცობით, ოჯახის წევრობით დასაქმება…”

ნინია საჯარო სამსახურებსა და არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საარჩევნო სიების შედგენის პროცესშიც ერია ბრძანებები “ზემოდან”:

“ალბათ, ლანჩხუთის საკრებულოს ათეულში ვინც იყო, ხუთზე “ზემოდან” იყო დარეკილი, რომ ის სიაში უნდა ყოფილიყო”.

ნინია ევროკავშირში ინტეგრაციას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ აუცილებელია, საქართველო ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარდეს.

ნეპოტიზმზე საუბრობს 22 წლის თამარ ყაზაიშვილიც, რომელმაც ოზურგეთი 2020 წელს დატოვა და თბილისში სასწავლებლად გაემგზავრა. ის ახლა ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში, მასწავლებლის ასისტენტად მუშაობს. მისი თქმით, მსგავს პოზიციაზე ოზურგეთში ვერ იმუშავებდა:

“იქ ძალიან მწირია პროფესიები, პოლიტიზებული გარემოა, ნეპოტიზმით სავსე”.

თამარი გვეუბნება, რომ შრომითი უფლებები ოზურგეთში მეტ-ნაკლებადაა დაცული, მაგრამ დამსაქმებლის მიმართ პრეტენზიის გამოთქმა ჭირს, რადგან ადამიანებს ერთმანეთის განაწყენების ეშინიათ:

“ევროპული სტანდარტები ზუსტად იმაზეა ორიენტირებული, რომ დასაქმებულებმა შეცდომებზე ილაპარაკონ, დარღვევები ამხილონ და გამოასწორონ”.

საჯარო სამსახურები

“საკუთარი ყურით მომისმენია, როგორ აიძულებდნენ ადამიანებს მთავრობისთვის ხმის მიცემას, მხოლოდ იმიტომ, რომ საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები”, _ გვეუბნება თამარ ყაზაიშვილი.

საჯარო სამსახური რეგიონებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამუშაო ადგილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ დასაქმებული ადამიანები კარგ პირობებში მუშაობენ.

ორგანიზაცია “ფემეას” თანადამფუძნებელი, მეგი ქვეითაია საჯარო სამსახურებში კორუფციისა და ნეპოტიზმის სიხშირეზე საუბრობს. მისი თქმით, აქ დასაქმებულებს უწევთ, ევროპულ სტანდარტებთან სრული აცდენით იმუშაონ:

“ხშირად, ადამიანები უნდა იზიარებდნენ მოქმედი ხელისუფლების შეხედულებებს, რომ სამსახური დაიწყონ მსგავს ორგანოებში… ხშირია საეჭვო გარიგებები ან გადაწყვეტილებები, რომლებშიც რიგითი დასაქმებული პირებიც არიან ჩართულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რომლებიც უმეტესად კურირებენ სქემებს და პროცესების ორგანიზატორები არიან”.

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებში მერი პარტიული ფიგურაა, რაც ასე არ უნდა იყოს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის როლი რეგიონების განვითარებაში ძალიან დიდია:

“ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები, რომელ მუნიციპალიტეტში იღებს მთავრობა მეტ ხმას. არადა, უნდა ეჯიბრებოდნენ იმაში, ვინ მეტი ინვესტორი შემოიყვანა, ვინ მეტი ადამიანი დაასაქმა, ბიზნესის გახსნას შეუწყო ხელი….

მიგრაცია 

“იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მიუხედავად ახლანდელი სიდუხჭირისა, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები შემოსავალზე მეტია. ადრე თუ გვიან, ყველა ემიგრანტს ბოლო რეისი შინ დასაბრუნებელი ბილეთით აქვს”, _ გვეუბნება  ლანა (სახელი შეცვლილია).

ლანა ემიგრაციაში სამი წლის წინ შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად წავიდა. მანამდე ის გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში მუშაობდა. მისი თქმით, შემოსავალი ნორმალური იყო, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ სტუდენტ შვილებს ფინანსურად დახმარებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 11 861-ს შეადგენდა, რაც ჩოხატაურის მთლიანი მოსახლეობის (17 000 მცხოვრები) თითქმის 70%-ს წარმოადგენს. ეს მონაცემები ამ მუნიციპალიტეტში სიღარიბის დიდ მაჩვენებელს უსვამს ხაზს.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს რეგიონების კიდევ ერთ პრობლემას ემიგრაცია წარმოადგენს.

“ჩვენი მუნიციპალიტეტი არც ისე დიდია და არც სამსახურების დიდი არჩევნით გამოირჩევა. ევროპულ სტანდარტებამდე წინ ჯერ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი”, _ ამბობს ლანა.

ლანას იმედი აქვს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება და ადამიანებს სახლების დატოვება აღარ მოუწევთ.

“ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით, 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია”, _ ნათქვამია ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშში.

მიზეზი, ძირითადად, განპირობებულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. აღიარების მაჩვენებელი, ანუ იმ ქართველთა რაოდენობა, რომელმაც მიიღო თავშესაფარი, 3-4 პროცენტს შორის მერყეობს. საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ, მსხვერპლის სტატუსით მოიპოვონ თავშესაფარი, გაიუმჯობესონ ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, გამოკვებონ შვილები და იქნებ, სანატრელი დასავლური განათლებაც მიაღებინონ.

ეკონომისტ გიორგი კეპულაძის თქმით, გურიიდან შიდა მიგრაციის მაჩვენებელიც მაღალია; რეგიონიდან ხშირად მიდიან თბილისში, ბათუმში ქობულეთში, ანუ იქ, სადაც დასაქმების შედარებით მეტი შესაძლებლობაა:

“რეგიონიდან მიგრაცია, უპირველეს ყოვლისა, გვაჩვენებს იმას, რომ ადამიანები ადგილზე ვერ პოულობენ სამუშაო ადგილს, არ აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა, ნაკლებადაა განვითარებული მცირე ბიზნესი”.

ამას ადასტურებს 22 წლის ანა ჯიბლაძეც; ანა 2021 წელს თბილისში გადავიდა სასწავლებლად. მისი თქმით, სამუშაო ადგილების არარსებობისა და განვითარების უპერსპექტივობიდან გამომდინარე, ლანჩხუთში დაბრუნებას არ გეგმავს:

“პრაქტიკულად არაა სამსახურები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის რეალიზებას”.

გეგმების დაგეგმვა

გიორგი კეპულაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტული დარგები უნდა იპოვოს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. გურიის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს დარგი ტურიზმი, ან მომსახურების სექტორი იყოს:

“გურიის პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ ეს პოტენციალი განსაზღვროს და ყველაფერი გააკეთოს კაპიტალის მოსაზიდად”.

კეპულაძე დასაქმების პოლიტიკის განვითარების გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციის როლზეც საუბრობს. ბევრი პროექტი სწორედ უცხოელი დონორების, აშშ-ის, ევროკავშირის დახმარებით გახორციელდა, რაც ადგილობრივებს განვითარების საშუალებას აძლევს.

კეპულაძე განმარტავს, რომ ევროინტეგრაციაზე საუბარი მხოლოდ “ლამაზი სიტყვებით” ლაპარაკი არაა. ეს პროცესი ქვეყანაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას შეუწყობს ხელს, რაც რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება, განავითაროს მცირე ბიზნესი, შექმნას ტურისტული ობიექტები.

ჩოხატაურის მერის მოადგილე, მაია კუტუბიძე სატელეფონო საუბარში გვეუბნება, რომ მიგრაციის თემებზე კონკრეტული სამსახური ან განყოფილება არ მუშაობს, თუმცა, 2025 წლისთვის იგეგმება ტურისტული ზონების განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტები:

“სამუშაო ადგილებს ჩვენ არ ვქმნით, ჩვენი პრეროგატივა არ არის, ჩვენი პრეროგატივა ბიზნესისთვის ხელის შეწყობაა. შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მოსახლეობას, დაინტერესდნენ, გააკეთონ ბიზნესები…”

მაია კუტუბიძე ამბობს, რომ სამუშაო ადგილებს მერია ვერ შექმნის, თუმცა მათ ბიზნესის ხელშეწყობა ევალებათ:

“ბიზნესის ხელშეწყობის მიხედვით საქართველო მოწინავეთა რიგებშია…”

კითხვაზე, გამოხატულია თუ არა ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ საქართველოს განვითარების მაღალი დონე ჩოხატაურში, შემდეგ პასუხს ვიღებთ:

“ჩოხატაურში არ ვამბობ, საერთოდ, საქართველო ბიზნესის თავისუფლების მხრივ, სიტყვის თავისუფლების მხრივ, მოწინავეთა რიგებშია…”

მერის მოადგილის თქმით, ჩოხატაურის მერიას აქვს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმები, პროექტების დაჩქარება კი, შესაძლოა, გარკვეულმა გარემო პირობებმა გამოიწვიოს.

კითხვაზე, არის თუ არა მზარდი მიგრაცია პროექტების დაჩქარების საფუძველი, მაია კუტუბიძე გვეუბნება, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტების რიგითობის დაგეგმვისას, ძირითადად, მოსახლეობის რაოდენობას ეყრდნობიან:

“ხელაღებით რომ ვთქვათ, რომ კონკრეტული ადგილები უყურადღებოდაა დარჩენილი, ასე არ არის, უბრალოდ, აქვს ყველაფერს თავისი პრიორიტეტი”.

შარშან, გურიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან შეხვედრისას, გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს 2021-22 წლებში უცხოური ფულით გახორციელებულ პროექტებზე, იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა: “ჩვენმა კვლევებმა აჩვენა ცალკეულ თემებშიც კი განვითარების მრავალი მიმართულება, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებშიც, ქვეყანაში მოქმედებს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ნაწილს სახელმწიფო და ნაწილს დონორი ორგანიზაციები უწყობენ ხელს. არის საგრანტო რესურსი მიკრო და მცირე სტარტაპებისთვის და სასესხო (შეღავათიანი და სხვა) შესაძლებლობები არსებული ბიზნესების განვითარებისთვის, ბიზნეს ტრენინგებით მომსახურება, შემდეგ ბიზნესის მენტორობა, ეს ყველაფერი გამოსაყენებელია, რომ ყველამ მოახერხოს კარმიდამოს გამართვა, ოჯახის შემოსავლის გენერირება. ასევე, არის მიგრანტთა ფულადი გზავნილები, რომელიც მათი ოჯახების კეთილდღეობას აუმჯობესებს. ჯერ კიდევ არ ხდება ამ თანხიდან მცირე დანაზოგების გაკეთება და შემდეგ ბიზნეს აქტივობაში ინვესტირება, რომელიც მიგრანტის ოჯახს შემოსავლის წყაროს გაუჩენს და განვითარების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო მიგრანტს უკან დაბრუნების შესაძლებლობას შეუქმნის”.

ამ შეხვედრისას, ასევე, ითქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას, ინტენსიურობას, ოფიციალური მონაცემები მუნიციპალიტეტებიდან ემიგრაციის მასშტაბებზე, ასევე, უკან დაბრუნების შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს!

“ოფიციალური სტატისტიკა, მუნიციპალიტეტებიდან ემიგრაციის მასშტაბებზე ჯერ არ არის, ასევე, არ არის უკან დაბრუნების სტატისტიკაც, თუმცა, ამ უკანასკნელზე უკვე ზრუნავს სახელმწიფო და ალბათ, ცოტა ხანში დაბრუნება-რეინტეგრაციის სტატისტიკა შეიქმნება”, _ თქვა “გურია ნიუსთან” ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

პროექტი, “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში”, დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. იგი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებდა მიგრანტებისა და მათი დაბრუნების თემების როლის წარმოჩენას განვითარების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით.

რაც შეეხება დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციის ხელშეწყობას, ამ მიზნით, სახელმწიფოს 2023 წელს გამოყოფილი ჰქონდა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, თუმცა, მთავარი იყო რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები ადგილობრივი განვითარების პროგრამებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ასახულიყო და შესაბამისად, კონკრეტული ზომები დასახულიყო დაბრუნებული მიგრანტების და მათი დაბრუნების თემებში რეინტეგრაციის მდგრადობის მისაღწევად.

კერძო ბიზნესი

1905 წელს, ჩოხატაურში სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა “ნაბეღლავს”, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის.

1998 წელს, შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად, არსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სს “წყალი მარგებელი”, მთლიანად მოხდა ქარხნის მოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე.

“წყალი მარგებლის” დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი ამბობს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, ფირმამ წარმატებით შეძლო დივერსიფიკაცია უცხო ბაზრებზე და ამჟამად რუსეთზე ნაკლებადაა დამოკიდებული:

“პირველი ემბარგო რომ იყო 2006 წელს, მერე ჩვენ შევეცადეთ დივერსიფიკაციას ჩვენი ექსპორტების, ჩვენმა პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ როგორც ინვესტირებაში, ასევე გაყიდვებშიც მოგვეხდინა დივერსიფიკაცია. რუსეთი ჩვენი დომინანტი არ არის ექსპორტებში, დაახლოებით 7%-დან 10%-მდე”, _ ამბობს სვიმონიშვილი.

ამ საწარმოში ისხმება მინერალური და მტკნარი წყლები “ნაბეღლავი”, “ბახმარო”, “ჯეონატურა” და ენერგეტიკული სასმელი “ბუღა”. 2017 წლიდან “წყალი მარგებელმა” ევროპაში წვენების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელ კომპანია Rauch-თან დაიწყო თანამშრომლობა და სოფელ ნაბეღლავში Rauch-ის წვენების ადგილობრივი წარმოებაც აამოქმედა. რამდენიმე თვის წინ,კომპანია PepsiCo-მ Sandora-ს წვენების წარმოება უკრაინიდან საქართველოში, სწორედ აქ, სოფელ ნაბეღლავში  გადმოიტანა. რამდენიმე თვის წინ, PepsiCo-სა და “წყალი მარგებელს” შორის გარიგება შედგა და ამიერკავკასიის ბაზრისთვის და არა მარტო, Sandora-ს წვენები “წყალი მარგებელი”-ს ქარხანაში იწარმოება.

წლეულს, მთავრობის განკარგულებით, ჩამოსხმის მიზნით წყლის მოპოვების მოცულობა 78 875მ³-ით გაიზარდა, რისთვისაც ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 22 წლის განმავლობაში, კომპანიამ 164 628 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთან, წელსვე, სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ” თანხმობა გასცა სს “წყალი მარგებელზე” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში ბახმაროს #2გ ჭაბურღილიდან მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების მოცულობა 2046 წლის 28 აპრილამდე 2 484 920მ³-ის მოცულობით განისაზღვროს, საიდანაც ჩამოსხმის მიზნით 41 975 მ³-ის, სამეწარმეო დანიშნულებისთვის კი 2 442 945 მ³-ის მოცულობა იქნება გათვალისწინებული.

ამ შემთხვევაში კომპანიას დამატებით პირობად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 58 700 ლარის გადახდა მოუწევს. ამასთანავე, “წყალი მარგებელმა” მოსაპოვებელი წყლის გაზრდილ ოდენობაზე, რაც 2 063 445 მ³-ია, სახელმწიფო ბიუჯეტში ერთჯერადად 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

“ჩემი აზრით, ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა არის ე.წ. ჰაბის შექმნა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვა, რაც 2017 წელს “რაუხთან” პარტნიორობით შევძელით; ახლა მოვიდა PepsiCo-ც. ვფიქრობ, ძალიან ბევრი დრო უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ ვეწვიოთ საერთაშორისო კომპანიებს, პარტნიორებს და დავუმტკიცოთ, რომ საქართველო მათთვის როგორც გეოგრაფიულად, ისე ცოდნის კუთხით და შესაბამისად, ინდუსტრიისთვის საინტერესო ქვეყანაა”, _ თქვა მედიასთან სვიმონიშვილმა, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარს იტყოდა.

ქეთი ანთაძე-ტამმინგა, დამოუკიდებელი და უპარტიო ავტორი, რომელიც გერმანიაში, ოლდენბურგში ცხოვრობს,  “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ “პროფესიული ვაკუუმი და გაუმართავი შრომითი კანონმდებლობა, რაც დასაქმების კრიზისს იწვევს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, განსაკუთრებით თვალშისაცემია და მისი შევსება სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ამოცანა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იმთავითვე უნდა ყოფილიყო.

_  ეკონომიკის მხოლოდ ქაღალდზე განვითარებიდან რეალურ განვითარებამდე მისვლა კი, მხოლოდ ადამიანური რესურსის სწორად მართვითაა შესაძლებელი. 2012 წლის შემდეგ, ქართულმა ეკონომიკამ მართლაც განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა, თუმცა, ეს წარმატება რამდენიმე არამდგრადმა ფაქტორმა განაპირობა. ეკონომიკის მდგრადობის და მიგრაციის პროცესების შენელებისთვის  დიდი მნიშვნელობის იყო სოციალური პროექტები, რომლებიც უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებოდა. ამ პროექტების ბედი ახლა საქართველოს პოლიტიკური მომავალივით გაურკვეველია. ბოლო წლებში ასევე დიდი როლი ითამაშა უცხოეთიდან შემოსულმა კაპიტალმა, ჩრდილოეთიდან შემოდინებულმა მიგრაციამ და ინვესტიციების წერტილოვანმა ზრდამ, მაგალითად, მშენებლობის სფეროში. ეკონომიკის წინსვლა, ცხოვრების დონეს რომ მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებდა, ამას ამტკიცებს ინფლაციაც.   მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ფული არის, პროდუქტი და ევროპული სტანდარტის სერვისი _ არა. დიახ, მიუხედავად იმის, რომ იმპორტირებული პროდუქციით დახლები სავსეა, საქართველოში საკმარისი პროდუქტი არ იქმნება და ლარის კურსი ამ რეალობის უტყუარი ინდიკატორია.

მიზეზების სია გრძელია: ქვეყანაში არ არსებობს შრომის კანონმდებლობა, არ არსებობს შრომის ეფექტურობის მართვის სახელმწიფო სისტემა, არ არსებობს ინფრასტრუქტურა, არ არსებობს მუშა-ხელის კვალიფიციური მომზადების სახელმწიფო დონეზე ორგანიზების ინტერესი… ყველა ეს ფაქტორი, პირველ რიგში, აშინებს ინვესტორს, რომელსაც არა სოციალური, არამედ კომერციული პროექტის განხორციელება სურს.

ახალგაზრდების ყველაზე პროდუქტიული ნაწილი, მიუხედავად ინტერესისა, ისევ ისწავლის სამართალს და ბიზნესის მენეჯმენტს; თუმცა, სამართავი ბიზნესი ქვეყანაში სულ რამდენიმეა და მათაც მფლობელის მემკვიდრეები მართავენ. მცირე ბიზნესებს კი დანიშნული მენეჯერის ფუფუნება არ აქვთ”.

ამიტომ, ჩვენი სამართალმცოდნე  ბიჭები და მენეჯერი გოგონები მოედებიან დიდ ქალაქებს, თუ გაუმართლათ _ კარგ ქვეყნებში და გარეცხავენ ჭურჭელს, დაგვიან ქუჩებს, მოუვლიან დავრდომილებს, დაივიწყებენ სწავლისთვის დახარჯულ ოთხ წელიწადს, დაივიწყებენ დაკეტილ სახლებს და დაცლილ სოფლებს, დაივიწყებენ სახლში დასაბრუნებელ გზებს…

ქეთი ტამმინგა-ანთაძე: “ეკონომიკა კი ქაღალდზე და სასურველ სტატისტიკაში ჯიუტად ჰყვავის, რადგან ამ ვირტუალურ კეთილდღეობაში არსად არიან ნახსენები  ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კანდიდატი ქამრების გადამყიდველები; არსადაა ნახსენები თოთხმეტსაათიანი სამუშაო დღის შემდეგ გამომუშავებული 40 ლარი, მეზობელ ქვეყნებში ჩაის და თხილის საკრეფად გადასული ოჯახები არასრულწლოვანი შვილების ჩათვლით და ჩალით დახურული შრომის კანონმდებლობა”.

“გურია ნიუსმა” მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
“გურია ნიუსი” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. “გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გაზიარება21Tweet13Send

ამავე კატეგორიაში

აანთე შენი ვარსკვლავი!

“აქ გვასწავლიან საკუთარი საქმის სიყვარულს, რაც,  ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა“

13:22; 26 იანვარი, 2025
აანთე შენი ვარსკვლავი!

“ჩვენ, ქართველები პირველი ევროპელები და შესაბამისად, მენტალურად ქართველები ვართ!“

12:59; 26 იანვარი, 2025
აანთე შენი ვარსკვლავი!

“იმისთვის, რომ მზარდი ეკონომიკა გვქონდეს, აუცილებელია ჩვენი ევროპულ ოჯახთან სიახლოვე“

12:42; 26 იანვარი, 2025
აანთე შენი ვარსკვლავი!

“ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია”

21:26; 16 იანვარი, 2025
აანთე შენი ვარსკვლავი!

“სხვა პრიორიტეტი არც კი უნდა გაგვაჩნდეს და არც გვაქვს ამ ეტაპზე“

14:08; 10 იანვარი, 2025

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ  ისაუბრეს

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა _ რა განცხადება გაავრცელა მსახიობმა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი დააკავა

10:12; 7.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო- დაკავებულია გერმანიის მოქალაქე

10:07; 7.12.2025
საზოგადოება

ეკატერინობაა!- ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

10:02; 7.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა გახარიამ, რაც შეეხება 2024 წელს, ყველაფერი არის უცხადესი

9:52; 7.12.2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

9:37; 7.12.2025
საზოგადოება

ავტობანზე ავტომობილი ამოყირავდა

9:08; 7.12.2025
ზაფრანი

„ეროსი მომიტრიალდა და შენ აღარა ხარ საჭირო, წადი ლექციებს მიხედეო“

9:00; 7.12.2025
ზაფრანი

თბილისური ქეიფი

8:52; 7.12.2025
საზოგადოება

“ეს ამძიმებს ყველაფერს” – ზურა სიხარულიძე

17:24; 6.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო