სანამ კანფეტებს ან ნამცხვარს იყიდით, გაეცანით ინგრედიენტებს. მაღაზიაში ან საკონდიტროში შესვლისთანავე კონსულტანტს სთხოვეთ, რომ უშაქრო ტკბილეული განახოთ. მსგავსი ტიპის პროდუქტი ღვიძლის პრობლემებსაც მოგიგვარებთ.
მოერიდეთ ნამცხვარს, ფუნთუშას ან კექსს, რომელიც თაფლითაა დამზადებული. 42 გრადუსზე თაფლი თავის უნიკალურ თვისებებს კარგავს, შესაბამისად ტყუილად იღებთ კალორიებს. თაფლი მიირთვით ცივად. გაურიეთ იოგურტში, მაწონში, კეფირში, რძეში.
თუ ტკბილეულის ჭამას აპირებთ, მანამდე სალათა მიირთვით. ის ტკბილეულის მონელებაში დაგეხმარებათ. სულერთია შოკოლადი გსურთ თუ მიწისთხილიანი ტორტის ნაჭერი,კუჭში ჯერ ბოსტნეულისთვის იპოვეთ ადგილი.
დატკბით დესერტით, მაგრამ ნუ დაამთავრებთ მას. მინიმუმ ბოლო ლუკმა მაინც დატოვეთ. რეკომენდირებულია დესერტის ნახევარის ჭამა.
სადილამდე ორი საათით ადრე ხილი მიირთვით. ხილი სულაც არ არის საუკეთესო დესერტი. დესერტის როლში სუფთა შავი შოკოლადი უფრო გამოდგება. შოკოლადი არ ამოიღოთ კვების რაციონიდან. ის ნარკოტიკივით არის, სწორედ ამიტომ მალე დაგარღვევინებთ დიეტას.
































































