გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოდის, _ ამის შესახებ როთმა X-ზე დაწერა.
“მოუთმენლად ველი ჩემს გამოსამშვიდობებელ მოგზაურობას საქართველოში მომავალ კვირას. მსურს მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლებს და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს როგორც გერმანელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე ვიქნები ერთგული თავისუფალი საქართველოსი, რომელიც ევროპის გულშია”. – წერს როთი.