ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება:
“მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები,” – წერს X-ზე ზურაბიშვილი.