შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.
“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.
მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.
მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილი.