ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასა” და TV პირველს მიმართავს
“ძვირფასო ფორმულა და TV პირველო, როგორ მოახერხეთ ზვიგენის პროცესის გაშუქება ისე, რომ მე საერთოდ არ მახსენეთ.
ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები ისედაც არ იმყოფებიან პატიმრობაში და ჩემი ხმის გაგება მხოლოდ სასამართლოს ჩანაწერებითაა შესაძლებელი.ე.ი.
ჩვენს საჯარო განცხადებებზე დაფუძნებული ბრალდების განხილვა არასაჯარო გახადეს.
ისე კი ამ პროცესის დახურვით ზვიგენის პატრონმა ყველა დიქტატორს გადაუჯოკრა და სრული უმწეობა აღიარა.
ოღონდ ძალიან გთხოვთ ახლა თქვენ ნუ გადაუჯოკრავთ ივანიშვილს ჩემი ეთერიდან გაუჩინარების საქმეში.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.






























































