მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა. ვითარება „ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის სახლთან ცოტა ხნის წინ დაიძაბა.
არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმის შენობაში შესვლას ცდილობს, რის საშუალებასაც სააკაშვილის მხარდამჭერები არ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ დილიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის თანაგუნდელები, ადვოკატები და მხარდამჭერები.
სპეცრაზმის მობილიზების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლები განლაგებულნი არიან შენობის სახურავზე, კიბეებსა და საცხოვრებელი სახლის შესასვლელში.
rustavi2.ge