მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ, კვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა:
მე, ამ პეტიციაზე ხელის მომწერი მოქალაქე, ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციურ, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და პირობას ვდებ, კლინიკასთან სადაც გადაყვანილი იქნება პრეზიდენტი, საპროტესტო აქციაში არ მივიღებ მონაწილეობას მისი მკურნალობის განმავლობაში.
დაცული იყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი II
მუხლი 6
1. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
2. დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტის დისკრიმინაცია სამედიცინო დახმარების გაწევისას”- ვკითხულობთ მიმართვაში