მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ვერცხლისწყალი.
მისივე თქმით, უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეს ნივთიერებები ორგანიზმში, ალასანია არ გამორიცხავს, რომ ეს ხელოვნურად მოხდა.
“ვერცხლისწყალი იყო, ჩამონათვალია იქ რა შეიძლება გამოიწვიოს ვერცხლის წყლის გარკვეულმა ნორმამ, შემდეგ არის ბარიუმი, თალიუმი. როგორ მოხვდა ეს უცნობია, დასკვნის თანახმად არის და ესეც ინტოქსიკაციაა და ესეც იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული.
ვერაფერს ვერ ვამბობ, მხოლოდ ხელოვნურად [შეიძლება მომხდარიყო ორგანიზმში], ადამიანი მარტო იზოლირებულადაა და თვითონ ვერ გადაყლაპავდა. ეს არის გამოკვლევების საფუძველზე.
დემენციაა რამდენჯერმე ნახსენები, რაც მძიმე დაავადებაა და საფუძველს იძლევა გასათავისუფლებლად.
დასკვნა დაწერილია მოწვეული ექსპერტების საფუძველზეც, მათი დასკვნებიც შესულია აქ”,– თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, ცენტრმა ემპათიამ და უცხოელმა ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნაზე მუშაობა დაასულეს. დოკუმენტის სრულ ვერსია ჯერ არ გასაჯაროებულა, ემპათიის ხელმძღვანელის თქმით, დოკუმენტში 15-მდე დიაგნოზი ფიგურირებს.
წყარო: mtavari.tv