საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა, სადაც იგი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ერთად საუბრობს. ამ თემაზე მან „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ვარშავაში, ლიფტში გადამიღეს რუსებმა, როგორც ახლა გაირკვა. ლიფტში უბრალოდ ვსაუბრობ ჩემი ოჯახის წევრთან, ისე, არაფერზე. მერე ეს ვიდეო – რუსების ჩანაწერი გაუშვა „იმედმა“.
მაინტერესებს, რანაირად გაუჩნდა „იმედს“ რუსების ჩანაწერი, თუ ერთად არ მუშაობენ?“ – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიასთან ერთად ზურაბ ადეიშვილის შესახებ საუბრობდა.
ჩანაწერი უკრაინულ ინტერნეტპორტალ zdes.com.ua-ზე გავრცელდა.