საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა. ამის შესახებ განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა.
„დემენცია ერთი კი არა, ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რაც მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზებში აქვს. დღეს კი მას ტუბერკულოზის ჩხირი დაუდგინა. მის ტუბერკულიოზზე პასუხი 1 საათის წინ გერმანელებისგან მომივიდა. კლინიკა ვივამედამდე ის რუსთავის ციხეში, გლდანის მე-18 დაწესებულებასა და გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, არ ვიცი, კონკრეტულად სად დაემართა. თუმცა, ეს პასუხი გერმანიიდან 1 საათის წინ ჩამოვიდა. თვითონ ეს ჯერ არც იცის, მე ამას საჯაროდ ახლა პირველად ვამბობ”– თქვა ხაჭაპურიძემ Georgian Times-ის ეთერში საუბრისას.