„ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ გუნდში არიან ტაშისდამკვრელები, რომლებმაც თავიანთი მომავალი ბიძინა ივანიშვილს მიაწებეს და რომლებიც მზად არიან, რომ პარტიის თავმჯდომარეს ბოლომდე გაყვნენ. მერე მხრივ, კი პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, რა იქნება. შეუცვლელი არაფერია. მიხეილ სააკაშვილსაც ეგონა, რომ ხელისუფლებაში დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცინცაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ხალხი შიმშილობს, ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრობს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„დადება დრო, როცა ვიღაც პასუხს აგებს შიმშილობისთვის, ნეპოტიზმისთვის თუ კორუფციისთვის. საზოგადოებისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე ან ქვეყნის პრეზიდენტი. როცა დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რა გააკეთა?! მაშინ ქვეყანაში სხვა სასამართლო სისტემა არსებობდა თუ სხვა სახელმწიფოში ვცხოვრობდით?! ხალხს სჯერა, რომ ჩვენი მოსამართლეები უპრინციპო ადამიანები არიან. ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომლის გამოსწორებას დიდი ძალისხმევა დასჭიდება“, _ აღნიშნა ცინცაძემ.