“თავდასხმა ოპონენტების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დესტრუქციული მოტივებით განხორციელებული ნაბიჯი “ქართული ოცნების” მხრიდან, ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამის სურვილი რომ არსებულიყო, ასეთ შემთხვევაში, განსხვავებული შეხედულებაც არ იარსებებდა და ის გადაწყვეტილება, რაც სამმა ადამიანმა მიიღო, არ იარსებებდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს არის წინასწარ ჩაფიქრებული ნაბიჯი “ქართული ოცნების” მხრიდან,” – აღნიშნული განცხადება “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” გუშინ დატოვეს.