ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა ქეთო ანთიძის პოდკასტში “ჩვენ” 2026 წლის 4 ფავორიტი ნიშანი დაასახელა.
“2026 წლის პირველი ნახევარი არის კირჩხიბის დრო. კირჩხიბთან ერთად ფავორიტებში შედის მორიელი, რომელიც განთავისუფლებულდება შავი მთვარისგან, რომელსაც ახლა განიცდის. ფავორიტი იქნება თევზები. თევზების ნიშანს მოშორდება პლანეტა სატურნი, რომელიც წელიწადნახევარია მის ნიშანშია და ძალიან ზღუდავს. სატურნი გადავა ვერძში. წლის პირველი ნახევარი ამ ნიშნებისთვის კარგია. 17 ივლისიდან კი პლანეტა იუპიტერი გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. აქ უკვე ფავორიტი გახდება ლომი. ხოლო მშვილდოსანს და ვერძს ნახევრად ფავორიტული ნიშნები შემიძლია ვუწოდო. ვერძში გადადის ორ წელიწადნახევრით სატურნი, შეზღუდვების პლანეტა, რას მას ცოტა კეტავს და ბოლომდე არ აძლევს ამ პოზიტიური შანსების გამოყენების საშუალებას. დანარჩენებისთვის არ არის ცუდი წელი”,_ ამბობს ცაგარელი.

































































