აბაშის ცენტრში მიკრო საფინანსო ორგანიზაცია – “კრისტალი” გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკში შესვლა წინა კარიდან შეძლეს.
როგორც ირკვევა, დამტვრეულია ინვენტარი, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერები.
გავრცელებული ინფორმაციით, საცავი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდნენ, ვერ გახსნეს. ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხეს თუ სალაროდან თანხის წაღება. მიმდინარეობს გამოძიება. ბანკის თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან.
ავტორი