ქარელის ცენტრში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ლიბერთი ბანკის შენობასთან მოხდა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზარალებული შუახნის ქალია. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, მოკვლევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

































































