ხობში, სოფელ ხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც ირკვევა, ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი კაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
65 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი