ერთი კვირის წინ ცნობილმა მსახიობებმა მილა კუნისმა და ეშტონ კაჩერმა დააანონსნეს, რომ უკრაინელების დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის შეგროვებას აპირებდნენ.
ბოლო მონაცემებით, შეგროვებულმა თანხამ უკვე 20 მილიონს გადააჭარბა. თავად მილამ და ეშტონმა უკრაინელების დასახმარებლად 3 მილიონი გაიღეს.
„დღეს ამაყი უკრაინელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი აშშ-ში 1991 წელს ჩამოვიდა, მე 1983 წელს უკრაინაში, ჩერნოვციში დავიბადე. უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომლებიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებენ“, – განაცხადა მილა კუნისმა.
ავტორი: გიორგი გაჩეჩილაძე