მილანში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.
როგორც “დოიჩე ველე” იუწყება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ.
გავრცელებული ცნობით, მილანში დემონსტრანტები საცხოვრებელი ხარჯების გაზრდას, გარემოზე ოლიმპიური თამაშების გავლენას და ქალაქში აშშ-ის დელეგაციის თანმხლები, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ყოფნას აპროტესტებენ.
დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მსვლელობის ბოლოს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეების მცირე ჯგუფს შორის შეტაკებები მოხდა. დააკავეს 6 ადამიანი.






























































