ვონ კვონ იუ – 1,55 მილიარდი დოლარი
რამდენიმე წარმატებული კომპანიის მფლობელი ჩინელი ბიზნესმენი 2006 წლამდე ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. ამჟამად მას რამდენიმე საქმეზე უწევს პეკინის სასამართლოში სიარული – ვონ კვონ იუს პოლიცილებისთვის ქრთამის მიცემა და, ასევე, შანხაის საფონდო ბირჟაზე უკანონო, ინსაიდერული ოპერაციების განხორციელება ედება ბრალად.
ჩეი ტე ვონი – 2,5 მილიარდი დოლარი
ჩეი ტე ვონი სამხრეთ კორეაში ძმასთან ერთად მართავდა ერთ–ერთ უდიდეს სამრეწველო კონგლომერატს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. ბიზნესმენი, ასევე, ფლობს წილებს ტელეკომუნიკაციასა და ენერგეტიკაში. ჩეი ტე ვონს ამჟამად სასამართლოში აქვს საქმე – მას ბრალად ედება კომპანიის ფონდიდან 50 მილიონი დოლარის მითვისება.
ჯიმ ირსეი – 1,6 მილიარდი დოლარი
ამერიკელი მილიარდერი ჯიმ ირსეი 2014 წლის 17 მარტს გამოვიდა ციხიდან. „ინდიანაპოლის კოლტსის” მფლობელი ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო დააკავეს; გარდა ამისა, მის ავტომობილში ფსიქოტროპიული წამლების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ციხიდან თავის დახსნა მილიარდერს 22 500 დოლარი დაუჯდა.
ავტორი