ტეხასში რეკორდულად დაბალმა ტემპერატურამ წყლის ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას nbcnews ავრცელებს.
გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ ვერტმფრენით, თვითმფრინავით და სატვირთო მანქანებით მთელ შტატში 3.5 მილიონი ბოთლი წყალი დარიგდა.